ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 18%-ს, ყოველ მეხუთე მოქალაქეს, ოჯახისთვის სამყოფი საჭმლის ფული არ აქვს.
ყველაზე მეტს, 36%-ს აქვს ფული კვებისა და საჭმლისთვის, თუმცა არ აქვს საშუალება შიეიძინოს ძვირადღებული საყოფაცხოვრებო ნივთები. და ყველაზე ცოტას, მხოლოდ 2%-ს აქვს საშუალება შეიძინოს ყველაფერი, რას ოჯახისთვის სჭირდება.

ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.