პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებაში, რუსების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაც უნდა ჩაიწეროს.
როგორც ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, მაგიდაზე საქართველოს საკითხიც უნდა დაიდოს, რადგან არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ომი შეიძლება რუსეთს მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლის გარეშე გადაწყდეს.
"რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები უნდა განიხილებოდეს, რადგან არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შეიძლება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევის გარეშე გადაწყდეს", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, რეგიონული წესრიგის აღდგენა რუსეთის დამარცხებაზეა დამოკიდებული და ეს პროცესი ახლოვდება.
"რუსეთმა უკვე პრაქტიკულად წააგო ბრძოლები, თუ არა მთლიანად ომი". - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
Bloomberg-თან ინტერვიუში ზურაბიშვილი არ საუბრობს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ გეგმებზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ცალკეული შემთხვევა საქართველოს ევროპულ მომავალს არ განსაზღვრავს.
ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დროა ევროპის მიერ, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიღებული იყოს.
ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა ვერ დაუშვებს კიდევ ერთ მარცხს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, რაც რუსეთს გამბედაობას შემატებს, საქართველო მისი ამბიციებისთვის "რუხ ზონად" მოიაზროს.