კრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მედია წერს, შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გადაეცა.
„ოდესღაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი. ფოტოები დავით არახამიამ გადმომცა. მინდა, ნახოთ, როგორ გამოიყურება. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება მას კლავს. იცით, რომ მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ. საქართველო, მისი ხელმძღვანელობა, ვისკენ არიან ისინი დღეს? ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ არიან? იმიტომ, რომ რუსეთი ისე ექცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა საკუთარ პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და კიდევ ერთხელ, არიან ისინი ნეიტრალური თუ არიან რუსეთისკენ? თუ, უბრალოდ, უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ. მინდა, პრესამ ნახოს, რა ხდება – უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა კითხვაა. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.