„დრამატული რომ არ იყოს ჩვენი ქვეყნის ბედისთვის, სასაცილო ვითარება იქნება, რომ კიდე რაღაც სათხოვნელს ხდიან. ეს ახასიათებს პუტინის რეჟიმს ხოლმე, იმ ავტოკრატებისგანაც კი ვინც მას გაუგორებს, კიდევ უფრო მეტს ითხოვს ხოლმე. მე არ ვიცი აქ რა შეიძლება იყოს ეს, თავისთავად თუ ჩაიშლება და არ აღდგება ფრენები - ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენთვის დრამატული უკვე ის არის, რომ ამის განხილვა გვიწევს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, კარასინის განცხადებას.
„ჩვენ დღეს ამას კი არ უნდა ვიხილავდეთ, როდის აღდგება რუსეთთან ფრენები, აღდგება თუ არა, ან რას ითხოვს ჩვენგან ჩვენი მტერი ამის სანაცვლოდ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს და ვიხილავდეთ თუ როდის მივიღებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, აშშ-სთან, როდის მივიღებთ იარაღს, როდის ვიქნებით ნატოს წევრი და გვექნება აშშ-სთან სამხედრო შეთანხმება დაცულები რომ ვიყოთ, მაგის განხილვა უნდა იყოს და ამის მაგივრად მიდის განხილვა თუ ვინ რას გაუგორებს კარასინს და როდის აღდგება ორმხრივი ფრენები, თუ საერთოდ არ აღდგება.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ