„არაფერი არსებითად არ შეიცვლება, სანამ ჩვენ ეს რეჟიმი გვყავს. მოლოდინები იმისა, რომ ან საერთაშორისო წნეხის შედეგად, ან რაიმე საღი აზრის ფარგლებში მოსაზრებების შედეგად ეს რეჟიმი გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ ქვეყნას ჩიხიდან გამოიყვანს, არის კარგ შემთხვევაში გულუბრყვილობა. ამ რეჟიმის ამოცანაა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად და ამაში შედის ყველა მიმართულებით ნებისმიერი ფასის გადახდა ქვეყნის მომავლისთვის“- ასე პასუხობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროსაბჭოს რეზოლუციაზე დასმულ შეკითხვას
„ამიტომ საჭიროა ორი რამ: ამ რეჟიმის დამარცხება, თუმცა მხოლოდ ესეც არ არის საკმარისი, საჭიროა ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა და რეალური რეფორმების ჩატარება, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიასა და რესპუბლიკას ააშენებს. ეს არის ჩვენი საზოგადოების ამოცანა, ყველაფერი დანარჩენი, რაც რაიმე იმედებს გააჩენს, რომ ახლა იქნებ ამ ერთ სფეროში ან საკითხში გვქონდეს პროგრესი, კარგ შემთხვევაში თავის მოტყუებაა“- განაცხადა გიგა ბოკერიამ