„თუ რამეში არის თანმიმდევრული ივანიშვილის რეჟიმი ეკონომიკის საკითხში, ეს არის ზიანის მოტანა. წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ და სამწუხაროდ ამ ნაბიჯებში ის ხშირად იყენებს ხოლმე ადამიანების ნაწილის მცდარ შეხედულებებს, მაგალითად ბანკების დემონიზებას. იქნება ეს სესხებზე მიღებული გადაწყვეტილება, თუ იქნება ეს გადაწყვეტილება გადასახადების დეფაქტო- ზრდაზე ან არ შემცირებაზე ბანკებისთვის, საბოლოო ჯამში, ვითომ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის დროშის ქვეშ ხდება ჩვენი მეწარმეებისთვის, ყველა ზომის ბიზნესისთვის და პირველ რიგში რიგითი მოქალაქეებისთვის ცხოვრების გართულება, მათთვის შემოსავლების შემცირება, ან ამ შემოსავლების ზრდის შეზღუდვა, მაშინ როცა ინფლაცია არის ასეთი მაღალი“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სესხების გაძვირების საკითხს
„ანუ ის ტვირთვი, რომელსაც მთავრობა რეგულაციებით, თუ გადასახადებით აკისრებს ბიზნესს, შემდეგ სხვადასხვა ფორმით აისახება მოქალაქეებზე, ამ შემთხვევაში ამ ფორმით, ამ რეგულატორალური გადაწყვეტილებების შედეგად. ამიტომ ძირი ამ პრობლემის არის ეს მანკიერი მოსაზრებები და ამის წინააღმდეგ დაპირისპირება უნდა მოხდეს. მაგალითად რომ ის არის მოქალაქეების მტერი, ვინც ასესხებს ფულს და მერე ითხოვს ამის დაბრუნებას, თითქოს მათთვის ამით გართულებით ან შეზღუდვით ჩვენს მოქალაქეებს გავუფრთხილდებით, ეს მცდარია.
პირიქით ხდება ყველაფერი, სესხები გაძვირდება ჩვენთან და ზოგადადაც ძვირია, ეს არის ეკონომიკის არაჯანსაღი განვითარების პირდაპირი გამოხატულება. რუსეთიდან შემოსული კაპიტალით მდგომარეობის დროებითი დასტაბილურება არ არის არც საშუალო და არც გრძელვადიანი ხსნა ჩვენი ეკონომიკისთვის არანაირი თვალსაზრისით. ეკონომიკის ხსნა არის მთავრობის ზომის შემცირებაში, პოლიტიკური კორუფციისგან განთავისუფლებასა და კერძო ინიციატივების წახალისებაში მცირე და დაწეული გადასახადებითა და შეზღუდვებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ