პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლადდანიშნულ ელჩს, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალნუაიმის შეხვდა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს, ინვესტიციებს, თანამშრომლობას ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის პოზიტიურ კავშირებს, მათ შორის, 2022 წელს მეგობრობის ჯგუფებს შორის ონლაინ ფორმატში გამართულ პირველ შეხვედრას.
ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობაზე.
თამჯდომარემ ელჩს წარმატება უსურვა მის საქმიანობაში საქართველოში.