უკრაინას სჭირდება დაცვა ბრძოლის ველზე. ეს არის საარტილერიო სისტემები, ძირითადად ჯავშანტექნიკა. ჩვენ გვჭირდება ტანკები, ეს არის ტექნიკა, რომელიც დეფიციტში გვაქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსული არმიაა, რომელსაც 1000 ტანკი ჰყავს.
„უბრალოდ იქ არავინ იბრძვის, მათ ეშინიათ, არ არიან მოტივირებულები, ეს ჩვენთვის პლუსია, მაგრამ როდესაც მათ 1000 ტანკი აქვთ, რომელიმე ქვეყნის გადაწყვეტილება, მოგვცენ 10, 20 ან 50 ტანკი, პრობლემას არ წყვეტს. ამით კეთდება მხოლოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ისინი აძლევენ მოტივაციას ჩვენს ჯარისკაცებს, იბრძოლონ მათივე ღირებულებებისთვის, რადგან ეს გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მთელი მსოფლიო ჩვენთანაა. შეგიძლიათ მოგვცეთ Leopard-ები, მაშინ მოგვეცით. ჩვენ შეტევაზე არ მივდივართ, თუ ვინმე ღელავს, ვეტყვი, ეს Leopard-ები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გაივლიან. ჩვენ თავს ვიცავთ, ჩვენ არ გვაინტერესებს მათი მიწა და ხალხი. ამ ეტაპისთვის მსგავსი შეკითხვა არ დასმულა, თუ გვკითხავენ, ხელს არ შევუშლით. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები და სწორედ ამიტომ, განვიხილავთ ამ საკითხს ჩვენს პარტნიორებთან. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ხალხის სიცოცხლე გადარჩება, უკრაინის ტერიტორია კი გათავისუფლდება“, - თქვა ზელენსკიმ.