უკრაინისთვსი „ლეკლერკის“ ტიპის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს პარიზი, ბერლინი კი კიევის შეიარაღების შესახებ გადაწყვეტილებას მოკავშრეებთან კოორდინაციით გადაწყვეტს. ეს განცადებები საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთეს.
მოლაპარაკებები ორ ევროპულ ქვეყანას შორის მაშინ მიმდინარეობს, როდესაც ოფიციალური პარიზი და ბერლინი ცდილობენ, უთანხმოება გადალახონ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება „ლეკლერკებს“, შეიარაღებული ძალების მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე. არაფერია გამორიცხული და ეს ნამდვილად ფასდება კოლექტიურად. გადაწყვეტილება სამი კრიტერიუმის საფუძველზე მიიღება. პირველი, რომ ეს არ არის ესკალაცია, მეორე, რომ მას შეუძლია, რეალური და ეფექტური მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და მესამე, რომ ის არ ასუსტებს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს“, - განაცხადა მაკრონმა.