უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ერთიანობის დღე მიულოცა.
„ამ ისტორიულმა მოვლენამ უკრაინელების მომდევნო თაობებს ორი სიბრძნე გადასცა. თუ ბრძოლას არ შეწყვეტ, ადრე თუ გვიან ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება. თუ ვერ მაიღწევ ნამდვილ ერთიანობას, თავისუფლებას დაკარგავ.
ჩვენ ყოველთვის ვიცოდით პირველი სიბრძნის შესახებ, 24 თბერვალს კი დავამტკიცეთ, რომ მეორც [სიბრძნე} გავითავისეთ.
ჩვენი უკრაინა ერთიანია, რადგან ძლიერია. ძლიერია, რადგან ერთიანია. გილოცავთ ერთიანობის დღეს, უძლეველებო“, - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.