აშშ-ის საელჩო საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.