საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პენიტენციურის მიერ წარდგენილ ოქმში წერს, რომ გუშინ დაკარგა გონება, ძალიან სუსტადაა და სხდომაზე დისტანციურად ჩართვასაც ვერ შეძლებს. პენიტენციური ოქმში წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც მესამე პრეზიდენტმა აღნიშნული მინაწერი გააკეთა:
"ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო "ვივა მედის" ოქმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პაციენტის ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემდნენ.
სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას განიხილავს. სხდომაზე "ემპათიას" ექსპერტებს კითხავენ.