„იმის და მიუხედავად, თუ რამდენად შორს შევა ეს პროცესი, ანუ სანქციები დაეკისრება საქართველოს, თუ არა, უკვე ის, რომ ამ საკითხის განხილვა წარმოებს, არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია CNN-ზე საქართველოს შესახებ გასულ სიუჟეტს.
„ახლა ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს, მოღალატე პუტინისტური რეჟიმის ნაცვლად, დისკუსია უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ და როდის უნდა გავხდეთ უკრაინასთან ერთად ნატოს წევრი, როგორ დახმარებას მიიღებს, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, ამ საკითხებით უნდა იყოს ხელისუფლება დაკავებული.
ამის ნაცვლად, ისიც კი რომ ეჭვმიტანილია საქართველო ამაში, არის უკვე უმძიმესი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებისა, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისთვის ყიდის ქვეყნის მომავალს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ