საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
პაპუაშვილის თქმით, ეს უკრაინისთვის სულისშემძვრელი ტრაგედიაა.
„ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.