თუ მერაბიშვილი და კეზერაშვილი ენმ-ს სათავეში მოვლენ, გავიწევი, ხელს არ შევუშლი. იგივე უნდა გააკეთონ ამ ბატონებმაც, - განაცხადა ტვ პირველის ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მართვის სადავეებთან მოვიდნენ გინდა კეზერაშვილი, გინდა მერაბიშვილი, გინდა გოროზია, ვინც გინდა და მართონ ეს პარტია, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი, მართონ. მე ხელს არ შევუშლი.[...] მმართველობის ცენტრიდან გავიწევი და მართონ, მეცოდინება, რომ ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, ესე იგი უნდა ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. ხელი რატომ შევუშალო? მაგრამ იგივე უნდა გააკეთონ ამ ბატონებმაც, როდესაც ისინი დამარცხდებიან და არავითარ შემთხვევაში აზრადაც არ უნდა გაივლონ თავში ხელის შეშლა“,- თქვა მელიამ.