„გამგეობა ვალდებულია ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ამხანაგობის თავმჯდომარეებთან და მათგან ამოიღონ ინფორმაცია, თუ რომელი ლიფტი არის შესაკეთებელი. ის, რომ თითქოს გამგეობა არაა ვალდებული იცოდეს რომელი ლიფტი მუშაობს და რომელი არა, ეს არის ტყუილი.
მათი პირდაპირი ვალდებულებაა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით, რომელსაც სპეციალურად გამოყოფოლი განყოფილება აქვს გამგეობაში და მასში შემავალი ადამიანები ურთიერთობენ კორპუსის თავმჯდომარეებთან, გაიგონ რომელი ლიფტი არის შესაკეთებელი და შემდეგ შესთავაზონ ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსება. სხვა დანარჩენი, რასაც ისნის მაჟორიტარი ლაბუჩიძე იძახის, არის ტყუილი, ის ამით ცდილობს ბიუროკრატიაში დაკარგოს ადამიანი, რომელმაც დეტალები არ იცის“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ბესიკ დონაძე ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიას
„ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის განყოფილებას საჭირო კომუნიკაცია რომ ჰქონოდა შესაბამის კორპუსის თავმჯდომარესთან, აუცილებლად ექნებოდათ ამაზე ინფორმაცია, მაგრამ ქართულმა ოცნებამ კორპუსის ამხანაგობების თავმჯდომარეები გადააქცია მათ პარტიულ აქტივისტებად და კოორდინატორებად. შინაარსისგან არიან სრულად დაცლილნი, მათი მოვალეობების ნაცვლად, რაშიც, რა თქმა უნდა, კორპუსზე ზრუნვა შედის, ისინი ქართული ოცნების ხმების მობილიზებაზე ზრუნავენ“ - განაცხადა ბესიკ დონაძემ