დნეპროპეტროვსკში ვიბრძვით თითოეული ადამიანისთვის, სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე იქნება სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსიც კი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, გაფართოვდეს სანქციები რუსეთის მოქალაქეებისა და სხვა პირების მიმართ, ვინც ტერორს ეხმარება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა სოლედარისთვის, ბახმუტისთვის, დონეცკის მთელი რეგიონისთვის, ლუგანსკის რეგიონისთვის შესვენების გარეშე გრძელდება.
„დნიპროში ამ თავდასხმის შემდეგ გასული დროის განმავლობაში უკრაინამ მოისმინა თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ლიდერისგან, საზოგადო მოღვაწისგან, ჟურნალისტისა და რიგითი ადამიანებისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩენილა! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ადამიანები გაერთიანდნენ ტერორის საპასუხოდ. მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც რუსეთშია და რუსეთიდან არის, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დასაგმობად რამდენიმე სიტყვა… მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაფერს მშვენივრად ხედავენ და იციან… თქვენი ლაჩრული დუმილი, თქვენი მცდელობა „მოითმინოთ“, რაც ხდება, მხოლოდ იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.