ოჯახი პოლონეთში დაკარგულ 21 წლის მიშიკო ხარაშვილს ეძებს. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიშიკო პოლონეთში სამუშაოდ 4 თვის წინ წავიდა.
"Shecin dalie ში პოლონეთში დაიკარგა მიშიკო ხარაშვილი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა გთხოვთ ვისაც გეცნობათ შეგვატყობინეთ იქნებ ვიპოვნოთ ბევრნი ვართ და ერთიანი ძალებით შევძლებთ შეუძლებელს. სახერხებზე მუშაობდა გთხოვთ გადააზიაროთ",- ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, 21 წლის ქართველის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის პოლიციას უკვე შეატყობინეს.