ახალი წლის ღამეს კლუბ "ქალაქურში" ჯგუფი "ალილო" იმპროვიზირებული შოუპროგრამით წარსდგება. საღამოს წარუძღვება სალომე გოგიაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში იქნება კარაოკე და გათამაშდება პრიზები. პროგრამა 01:00 საათზე დაიწყება, მაგრამ სტუმრებს კლუბში მისვლა 23:30 საათიდან შეეძლებათ.
პროგრამას გააგრძელებს DJ დაჩი.
ბილეთის ღირებულებაა 150 ლარია.
აღსანიშნავია, რომ კლუბში 1-ელ იანვარს მერაბ სეფაშვილი, 2-ში კი გიო ხუციშვილი იმღერებენ. 3 იანვარს კარაოკე მოეწყობა. სამივე ღონისძიებაზე დასწრება 30 ლარი ღირს.