ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა ქვეყანას, გაათავისუფლონ პოლიტიკური საბაბით დაკავებული ადამიანები. შტატები იწყებს პოლიტიკური პატიმრების მხარდამჭერ კამპანიას სახელწოდებით „სამართლიანი მიზეზის გარეშე“.
"დღეს ჩვენ ვიწყებთ "სამართლიანი მიზეზი გარეშე" ინიციატივას პოლიტპატიმრების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს მთელ მსოფლიოში, გაათავისუფლონ ისინი, ვინც დაპატიმრებულია საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო",- წერს ენტონი ბლინკენი, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია იმ 16 ადამიანის სახელი და გვარი, რომლებსაც ვაშინგტონი ოფიციალურად აღიარებს პოლიტპატიმრებად. მათ შორის არიან: რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ კარა-მურზა, ბელარუსი პოლიტიკოსი მარია კალესნიკოვა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ელჩინ მამადი.