33 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა თბილისში, მოსკოვის გამზირზე მოხდა. ლევან ჯავაშვილი ჩამომხრჩვალი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები გარდაცვლილის ახლობლებმა იმის გამო გამოიძახეს, რომ ჯავაშვილი ბოლო ორი დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ.
ლევან ჯავაშვილი მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.