უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს წელი გადამწყვეტია და ახლა უკრაინელებს უფრო მეტი მობილიზაცია სჭირდებათ.
"ეს წელი გადამწყვეტია, ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია გვჭირდება - მთელ თავისუფალ სამყაროში. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ბოლო მოეღოს სრულმასშტაბიან აგრესიას.
ჩვენ გვჭირდება სასწრაფო გადაწყვეტილებები მთელი ჩვენი ანტისამხედრო კოალიციისთვის. ახალი თავდაცვითი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინელ ჯარისკაცებს მისცემს შესაძლებლობას, განდევნონ რუსული არმია ჩვენი მიწიდან. და ეს პირველ რიგში ეხება თანამედროვე ტანკებს და ეფექტურ არტილერიას", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ამბობს, რომ აგრესორი უნდა დამარცხდეს უკრაინის ტერიტორიაზე, რათა შემდგომში მას არ მოუწიოს ბრძოლა ევროპის სხვა მიწებზე. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსები ძალას კარგავენ და დამარცხების შესაძლებლობაზე საუბრობენ, მაგრამ მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის.
"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ აღარასოდეს ექნება შესაძლებლობა რომელიმე აგრესორს იოცნებოს მსგავს რამეზე და შელახოს ჩვენი თავისუფლება", - განაცხადა ზელენსკიმ.