უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებების იმედი აქვს ალიანსის მომდევნო სამიტზე, რომელიც ზაფხულში ვილნიუსში გაიმართება. ამის თაობაზე, ზელენსკიმ ლვოვში ვიზიტისას გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ.
მისი თქმით, დღეს, უკრაინის მხარდაჭერა ღია კარის თაობაზე რიტორიკის სახით, არასაკმარისია.
„არასაკმარისია უკრაინის მოტივაციისთვის, უფრო კონკრეტულად კი ჩვენი მეომრებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კონკრეტული გადაწყვეტილების მაგალითად კი, უკრაინის ლიდერმა ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასახელა, რაც უკრაინას მოტივაციას აძლევს.
„ჩვენ გვჭირდება ნაბიჯები. გადაწყვეტილება იქნება ვილნიუსში. ძალიან ველოდებით ძლიერ ნაბიჯებს. ველოდებით რაღაც დიდს, ვიდრე ღია კარია. ისეთი რამ, რაც ევროკავშირის კანდიდატობაა მოტივაციას გვაძლევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.