„სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა მიმართულებით აქტიური იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
„12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით ჩვენ საპარლამენტო საქმიანობაში ვმონაწილეობთ. ამის იქეთ, ვფიქრობთ, რომ მხოლოდ პარლამენტი არ არის საკმარისი და აუცილებელია ქუჩის აქციების ორგანიზებაც“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.