უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში დასავლეთის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება, რომ კიევს თანამედროვე იარაღი მიაწოდონ.
“ამას საჭიროა და უნდა! - დავუპირისპიროთ მხოლოდ ახალი დონე თანამედროვე სამხედრო ტექნიკის, რომელიც უკრაინას პარტნიორებისგან შეუძლია მიიღოს. მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს, რომელიც გვეხმარება იმის გაგებისთვის, რომ ახლა ახალი ძლიერი გადაწყვეტილებების დროა, ახალი ძლიერი მხარდაჭერისთვის. თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის. ეს მნიშვნელოვანია გლობალური დემოკრატიისთვის, ყველასთვიდ, ვინც აფასებს თავისუფლებას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთი ძალებს აგროვებს მორიგი ესკალაციისთვის”,- თქვა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, პარტნიორებთან ერთად უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რათა ცხადი გახდეს, რომ არანაირი ესკალაცია რუსეთს არ დაეხმარება - “ რუსული აგრესიის დამარცხება უცვლელი უნდა დარჩეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რისი ჩაგდებას ცდილობს რუსეთი ბრძოლაში”.