საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის პარალელურად, 11 იანვარს, 12:00 საათზე, საქალაქოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები, ასევე მესამე პრეზიდენტის გულშემატკივრები დაესწრებიან.
ცნობილია, რომ სხდომაზე ცენტრ "ემპათიას" დამფუძნებელი მარიამ ჯიშკარიანი გამოიკითხება.