25 ნოემბერს ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი მარტინოვი მოსკოვს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გააკეთა. მისი ინფორმაციით, მარტინოვი მონაწილეობას მიიღებს რუსეთისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების კოლეგიის მუშაობაში.
ნესტერენკო ასევე აღნიშნავს, რომ ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს საკავშირო სახელმწიფოს წევრი სახელმწიფოების ერთობლივი ქმედებების პროგრამის განხილვა-მიღება შედგება, რომელივ 2010-2011 წლებში საგარეო პოლიტიკაში ერთობლივ ქმედებების განხორციელებას ეხება.