ქუთაისი-პარიზის რეისზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
ავიაკმპანია Wizz Air-ში, რომელიც რეისს ასრულებდა, აცხადებენ, რომ თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში მგზავრმა შეუძლოდ იგრძნო თავი.
თვითმფრინავი ქუთაისის თავზე დაფრინავდა, რათა საწვავი გაეხარჯა, რადგან სავსე ავზით თვითმფრინავის დასმა სარისკოა. მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე იყო.