უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ყოველდღიური მიმართვის დროს დამატებითი დახმარების შესახებ ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა მიღებს უფრო მეტ ჯავშანტექნიკას, მათ შორის ფრანგული წარმოების ტანკებს.
"დღეს არსებობს ახალი და მძლავრი შედეგები ჩვენი დიპლომატიური მარათონიდან. საფრანგეთი უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას ახალ დონეზე აიყვანს. ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანტექნიკას, მათ შორის ფრანგული წარმოების ტანკებს. ახალ "რამშტაინამდე" ასეთი სიგნალი ძალიან აქტუალურია. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა ჩვენს პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ჯერ არ მიეწოდება დასავლური მოდელის ტანკები. აუცილებელია, რუსულ აგრესიას წერტილი წელს დაესვას და არ გადაიდოს თავდაცვის არცერთი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასეთი შესაძლებლობა", - აცხადებს ზელენსკი.