"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ზუგდიდში შეუერთდება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი ხანია გასცდა ერთი ადამიანის, ოჯახისა და თანამოაზრეების პრობლემას.
მისი თქმით, უნდა გავიაზროთ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო.
"ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არა ყრუ ხმა, არამედ მკაფიო ხმა, რომ დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ, სიცოცხლეზე, დიახაც ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ევროპული მომავლის სასარგებლოდ, ვართ სოლიდარულები და ვამბობთ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე", - თქვა ნიკა მელიამ.
ენმ-ს ორგანიზებით დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში, შეკვეთილში აქციები 18:00 საათზე გაიმართება.