ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰედის გრძელვადიან შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს შესუსტებაზ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
“წლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონების რაოდენობა უკვე 80-ზე მეტია და ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს უახლოეს მომავალში. იმიტომ რომ, ღამეები ამ კვირებში შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰედის გრძელვადიან შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს შესუსტებაზე. ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგიის შესუსტებაზე... ჩვენი ამოცანაა მივცეთ უკრაინას ყოველდღიური წარმატებები, მიღწევები, მცირე გამარჯვებები, თუმცა მაინც გამარჯვებები ტერორისტებზე და ტერორზე. ყოველი ჩამოგდებული დრონი, ყოველი ჩამოგდებული რაკეტა, ყოველი დღე ჩვენი ხალხის ელექტროენერგიით ყოფნა და მინიმალური გამორთვის გრაფიკი - სწორედ ასეთი გამარჯვებები”, - თქვა ზელენსკიმ.