ქართული დასის ლიდერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია უშიშროების საბჭოს მდივანთან გამართულ შეხვედრას საინტერესოდ და პროდუქტიულად აფასებს. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ბაღათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა საუბარი საორგანიზაციო საკითხებსა და უსაფრთხოების კონცეფციას შეეხო.
"შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით შემუშავდება სტრატეგია", - განაცხადა ბაღათურიამ. მისი განმარტებით, საუბარი ასევე პოტენციური უსაფრთხოების საკითხებსა და მის პრევენციას შეეხო. ბაღათურია ამბობს, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრა კიდევ გაიმართება.
ტყეშელაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ამ დრომდე მიმდინარეობს.