უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნანგრევებად ქცეული დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ოკუპანტებმა ქალაქში არ დატოვეს ადგილი, რომელიც სისხლით არ არის დაფარული.
"ჩვენი ბახმუტის ციხე. ჯერ კიდევ შარშან იქ 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. არ არსებობს ადგილი, რომელიც სისხლით არ არის დაფარული. არ არის საათი, როცა არტილერიის საშინელი ღრიალი არ ისმოდეს. მაგრამ ბახმუტი დგას. ჩვენი თავდაცვის ძალები დგანან. უკრაინული დონბასი დგას",- წერს ზელენსკი Telegram-ის არხში.