ივანიშვილს სანქციები სანატრებელი გაუხდება, თუ ის ქვეყნის მომავლის დანგრევას და პოლიტპატიმრების დევნას არ შეწყვეტს - აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები და იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ოლიგარქი არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ბიზნესშიც კეთროვანი გახდეს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, რომან გოცირიძე, უფრო შორს მიდის და იმასაც პროგნოზირებს, რომ თუ ივანიშვილი პოლიტპატიმრების დევნას არ შეწყვეტს, მალე შესაძლოა, თავისი ქონება ინდურ, ან ჩინურ ვალუტაზე გადაიყვანოს.
დღეს ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის მორიგი წერილი გოდება, სადაც ის მოთქვამს, რომ მას პოლიტიკურად დევნის ვიღაცა, რომ მისი ფულის დაბრუნება დამოკიდებულია ომში ჩართვაზე. ასეთ სისულელეს ადამიანი როცა მოიგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რეალურად გაზრების უნარი არ აქვს, თუ რა ხდება მსოფლიოში.
ამ სიმძიმეს ის იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა ნიკა გვარამისა და მიხეილ სააკაშვილზე.
ბიძინა ივანიშვილს შეიძლება, სანქციებიც კი სანატრელი გაუხდეს, მისი თანხები, რომელთა უმეტესობა, ალბათ ევროსა და დოლარშია, დადგება დრო, მოუწევს ჩინურ და ინდურ ვალუტაში კონვერტირება, თუ მოასწრო - აცხადებს რომან გოცირიძე,
დასავლეთის ნაბიჯებმა შედეგი გამოიღეს. ივანიშვილის ანგარიშები შვეიცარული ბანკის შემდეგ ყველგან გაიყინა, მათ შორის, გერნსის კუნძულებზე, სადაც ის მილიარდებს ინახავდა.