გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, დააჩქაროთ ევროკავშირში გაწევრიანება, ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა ამ გზაზე დგახართ, - თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს.
„ევროპული პერსპექტივა უზარმაზარი ნაბიჯია და კანდიდატის სტატუსიც საქართველოსთვის ძალიან ახლოსაა. ევროკავშირმა მოგცათ საგზაო რუკა და შეერთებული შტატები მხარს გიჭერთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რეალობად იქცეს. თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. გაქვთ შანსი, ჩამოაყალიბოთ ამ ქვეყნის მომავალი ისეთი, როგორშიც გსურთ იცხოვროთ. ამიტომ მოგიწოდებთ, არასდროს დანებდეთ. ეს არის თქვენი შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც“, - თქვა დეგნანმა.