„მიუხედავად იმისა, რომ არარეალისტურია ამ შედეგის დადგომა და მათ შორის, არ არსებობს უშიშროების საბჭოდან წევრის გარიცხვის პროცედურა, საქართველოს ნორმალური მთავრობა რომ ჰყავდეს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს პაპზე უფრო კათოლიკე და ამ საკითხში უნდა უჭერდეს მხარს სიმბოლურად უკრაინას“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის მიერ გაეროს წევრი ქვეყნებისთვის მიმართვას რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვის შესახებ
„უბრალოდ საქმე ისაა, რომ დღეს, ჩვენ გვყავს პუტინისტი, კოლაბორაციონისტი მთავრობა და მათგან არ მოველი არაფერს, ასეთს კი არა ამაზე სიმბოლურადაც ბევრად ნაკლებს, ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ