ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო სტუმრებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო, ძვირფასო ელჩებო, საელჩოების წარმომადგენლებო. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დღეს მინდოდა ერთგვარი ანგარიში ჩამებარებინა საზოგადოებისთვის და თქვენთვის. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მთავრობა, პარლამენტი, მთელი საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესის მართვაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გამოვიდა ამ ეტაპზე. პირველ რიგში, მე მინდა დავიწყო რეგიონის სიტუაციის აღწერით. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე, ჩვენს რეგიონზე, ჩვენს ქვეყანაზე. მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე და შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული. ეს არის ურთულესი გამოწვევა, ამიტომ, ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან გონივრული მართვა დას ჩვენს შესაბამისად ავაწყეთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთებაა, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მოტივაციით, ამ იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ხალხს და მათ ინტერესებს სჭირდება.
ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
მანამდე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დროს, შემდეგ პოსტპანდემიის პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ ბევრი გამოწვევა დაძლია. ჯერ კიდევ პანდემიიდან არ იყო ჩვენი ქვეყანა გამოსული, რომ დაიწყო ეს დამანგრეველი ომი, რომელიც დიდ პრობლემებს წარმოშობს, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ საერთო ძალისხმევით, ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ზედიზედ ორი წელია, ჩვენ გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კონვერტირდება ეს სიკეთე და კეთილდღეობა, აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე, “, - განაცხადა პრემიერმა.