უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ რუსეთი შეეცდება ამ წლის ბოლო დღეები უკრაინელებისთვის ბნელი და რთული იყოს. მან მოსახლეობას სთხოვა გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და მზად იყვნენ სხვების დასახმარებლად.
"ამ წელის სულ რამდენიმე დღე დარჩა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მტერი შეეცდება ეს დრო ჩააბნელოს და გაგვირთულოს. რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. მაგრამ ის ცდილობს აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტების აჟიოტაჟით ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ.
ვიცი, რომ სიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტების ახალ დამარცხებამდე მიყვანაში. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ როცა უკრაინელები ერთად არიან და ერთმანეთის მადლიერები არიან, ვერავინ დაამარცხებთ.