პროტესტი თავისებურად უნდა გამოხატოს, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც აღშფოთებას მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოხატავენ - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
გიორგი მუმლაძემ თქვა, რომ დღეიდან პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება.
„როგორ შეაფასებდით პერმანენტული აქციის იდეას? დაიწყოს აქცია, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. შევუერთდებით თუ არა? დაიწყოს, ნებისმიერი სახით პროტესტი უნდა გამოიხატოს. ჩემი მეგობრები შიმშილობენ და 40 კილოგრამიანი გოგო, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ბრწყინვალე ქალი ძალიან აქტიური შიმშილობს, დათო შიმშილობდა, თემური შიმშილობს. რა თქმა უნდა, შიმშილობისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ ყველამ პროტესტი თავისებურად უნდა გამოხატოს, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც აღშფოთებას მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოხატავენ. ამიტომ პროტესტი, მისი სრული უფლებაა და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულს ამბობს მუმლაძე გულითადად“, – განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად შეუერთდება თუ არა აქციას, დეკანოიძემ აღნიშნა, „ვისაც ექნება სურვილი შეუერთდეს, შეუერთდება“.