საპატრიარქო აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უცნობი პირები მოქალაქეებს ურეკავენ და თანხას სთხოვენ თითქოს პატრიარქის "ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის". საპატრიარქო აცხადებს, რომ მათ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.
"ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის.
რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
გთხოვთ, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლვ გვაცნობოთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა", - წერია განცხადებაში.