პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილს ნება დართოს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს.
„სანდუს მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში, ეს მაინც უნდა შევახსენოთ. ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნის კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ზელენსკის განცხადებას განსაკუთრებული ფასი ვერ ექნება, რადგან მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ თავის მეექვსე პატიმარ პრეზიდენტს უნდა მიხედოს. ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციაში, რომლის მიზანიც იყო ვითარების არევა და მეორე ფრონტის გამოწვევა. ლორთქიფანიძე, რომელიც დაწინაურდა კიდეც, ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო. ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლები, დანილოვი, პოდოლიაკი და სხვები პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ“, - თქვა კობახიძემ