საერთოდ არ ვღელავ ნატო-ს ერთიანობის შენარჩუნებაზე, არასდროს მინახავს ნატო და ევროკავშირი უფრო მეტად ერთსულოვანი რაიმეში და ვერ ვხედავ ამის ცვლილების რაიმე ნიშანს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
მისი თქმით, „ყველამ კარგად ვიცით, რა დევს სასწორზე“.
„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ უფრო მეტად. ჩვენ არასდროს გვინახავს მსგავსი შეჭრა ევროპულ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისინი ვერ ხედავენ რაიმე ნიშანს, რომ პუტინი აპირებს რამის შეცვლას, ვიდრე ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევაში. ყველამ ვიცით, რა არის სასწორზე: თავად სუვერენიტეტის იდეა და გაერო-ს ქარტია“, – აღნიშნა ბაიდენმა
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, უკრაინაში შეჭრისას ვლადიმერ პუტინი ნატო-ს დასუსტებას იმედოვნებდა, სანაცვლოდ კი გაძლიერებული ნატო მიიღო.