„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტია ძალიან სერიოზულია , მან პრაქტიკულად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციასა და ბრალდებას, რაც იყო ქვეყნის გარეთ და რაც იყო რუსეთის და მათი სეპარატისტების მთავარი ბრალდებები“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას
„სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები და ეს დასრულდა, მაგრამ არ დასრულდა საქმე. აქვე ხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ გეგმები არ აქვს , ყოველშემთხვევაში არ ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი გამოყენებული იმისათვის, რომ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩადგეს რუსეთი, ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაისაჯოს.
სხავათაშორის ეს ყველაფერი ეხმიანება , იმ კამპანიას, რომელიც ევროპულ საქართველოს აქვს გენოცდთან დაკავშირებით და თავის დროზე მოვა იმის დროც, რომ უფრო აქტიურად განიხილება ეს საკითხი. ყველამ, ვინც მსგავსი დანაშაულები ჩაიდინა, პასუხი უნდა აგონ“- განაცხადა გიგი წერეთელმა