უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბახმუტში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები ავრცელებენ.
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან საბრძოლო მოქმედებები მაისის შემდეგ არ წყდება. რუსეთის არმია უშედეგოდ ცდილობს ქალაქის დაკავებას.
ბახმუტის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვა. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქალაქ ბახმუტში ბევრი შენობა დანგრეულია.