უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსეთის არმიას, არამედ დაქირავებულ მებრძოლებსაც, მაგრამ ვლადიმირ პუტინს ვერ აჩერებს მისი 100 ათასი მოქალაქის დაკარგული სიცოცხლეც კი.
ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ბახმუტი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად ფრონტის მთელ ხაზზე - აქტიური საბრძოლო მოქმედბების 1 300-ზე მეტ კილომეტრზე. ჯერ კიდევ მაისიდან ოკუპანტები ცდილობენ გატეხონ ჩვენი ბახმუტი, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არამხოლოდ რუსეთის არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც, რომლებიც ოკუპანტების დაკარგული სიცოცხლის შესაცვლელად მოვიდნენ.
უბრალოდ დაფიქრდით: რუსეთმა უკრაინაში უკვე დაკარგა თითქმის 99 ათასი სამხედრო. ამ დღეებში ოკუპანტების დანაკარგი 100 ათასს მიაღწევს. რისთვის? ამ შეკითხვაზე პასუხი მოსკოვში არავის აქვს და არც ექნება.
ისინი აწარმოებენ ომს და კარგავენ ადამიანების - სხვა ადამიანების სოცოცხლეს, არა თავიანთი ახლობლების, არა თავიანთ სიცოცხლეს, არამედ სხვების და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ, კრემლში, რომელიღაც ჯგუფს არ შეუძლია შეცდომების აღიარება და საშინლად ეშინია რეალობის. მაგრამ რეალობა თავისთავად საუბრობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.