„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოსთვის. ჩვენ როცა გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, მაშინ ჩვენ ამას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ინტერებისთვის ჩვენი მტრის წინააღმდეგ“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ჰააგის სასამართლოში გამოტანილ განაჩენს
„დღეს ჩვენ ასეთი ხელისუფლება არ გვყავს და დღეს ეს უტიფრები, ვინც პუტინისტურ პროპაგანდას აწარმოებდა და აწარმოებს წლებია ამ ამბავზეც, საქართველოს დანაშაულზე უტიფრად, პუტინისტური პროპაგანდის მსგავსად, აქეთ ატრიალებენ ამ ამბავს, სხვისკენ იშვერენ ხელს, იმის მაგივრად რომ ლაპარაკობდნენ, თუ როგორ გამოიყენებდნენ ამას საქართველოს ინტერესებისთვის.
ასევე ცხინვალის რეგიონში რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ჩადენილ ბოროტმოქმედებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 90-იან წლებში აფხაზეთის ომის დროს ქართველთა გენოციდის შესახებ კამპანია გახდეს ჩვენი მომავალი პატრიოტული მთავრობის პრიორიტეტი. ეს არის როგორც მორალურად, ასევე გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი. ეს არის ის კამპანია, რომელსაც ევროპული საქართველო ატარებს თავის პარტნიორებთან ერთად“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ