„ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე, პერსონალურად ამ კაცისა და მისი პოლიტიკური არარაობა, ქვეყნის მოღალატე, მოძალადე, სიძულვილით სავსე რეჟიმის შედეგი“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გიორგი კირთაძეზე თავდასხმას
„ამ თავდასხმას ყველანაირი ნიშანი აქვს, რომ პირდაპირ მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, ოღონდ რომც არ იყოს ასე, ეს კლიმატი, სადაც ამ სამარცხვინო, ამაზრზენ სურათს ვხედავთ, არის პირდაპირ ივანიშვილის შემოქმედების შედეგი და ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ