ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ენმ-ის წევრ გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმიანება.
"კანდიდატის სტატუსს მივიღებთ 2022 წელს ქუჩაში კვერცხების სროლით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ.
გიორგი კირთაძეს არაფერი დააკლდება, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ზიზღმა არ წალეკოს ქვეყანა."- წერს ხატია დეკანოიძე
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.