ძალიან მალე სტრასბურგში კარა-მურზას სია დაინიცირდება. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუშაობა დავიწყოთ სააკაშვილის სიაზე, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.
“ამაზე უკვე საერთო მონახაზი არსებობს. სააკაშვილის სიაში შევა ადამიანის უფლებების დამრღვევი ყველა ის პირი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული. მათ შორის, მე ვგულისხმობ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას, რომელიც იმის პირდაპირი ნიშნული იყო, თუ როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა”, - თქვა დეკანოიძემ.