ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბადენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 38 მლრდ დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
„ვიცით, რომ ჩვენი მუშაობა მდგომარეობს იმაში, რომ გავაგრძელოთ უკრანისთვის სამხედრო დახმარება, რათა ის ბრძოლის ველზე უკეთეს შესაძლო პოზიციაზე დარჩეს.
და თუ ოდესმე დიპლომატია მომწიფდება, ისინი [უკრაინელები] აღმოჩნდნენ უკეთეს შესაძლო პოზიციაზე მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა სალივანმა.
ამასთან, სალივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
სწორედ ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმართა კონგრესს, რათა უკრაინას დამატებით 38 მილიარდი დოლარის სამხედრო მხარდაჭერა და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ.